logo
ENG



მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე უკრაინის ჰიმნი შეასრულა [ვიდეო]

09 თებ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა გაშალა და უკრაინის ჰიმნი შეასრულა. 

სასამართლო სხდომაზე ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავენ.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება.

პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.


close დახურვა